03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"თბილისობა" ბიუჯეტს 850 ათასი ლარი დაუჯდება

2014 წლის "თბილისობის" საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ყველა რაიონში ჩატარდება.

ამის შესახებ განცხადება დღეს ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიებები დამტკიცდა.

მისი თქმით, "თბილისობის" ბიუჯეტი ამ ეტაპზე 850 ათას ლარამდეა.

ნარმანიას განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად სიახლე  დღესასწაულზე თბილისზე განსაკუთრებულად მზრუნველი ადამიანების დაჯილდოება იქნება.

2-დღიან ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ღვინის ფესტივალიც. 

დღის ამბები