27 დეკემბერი 2024,   00:27
ვრცლად
თვალთვალი აფგან მუხთარლის ოჯახზე - ლეილა მუსტაფაევამ ფოტო და ვიდეომასალა წარადგინა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, პროკურატურის გამოძიების შედეგებს აღარ ელოდება და საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემულ მასალას თავად ასაჯაროებს. ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს იმ პირების ფოტო და ვიდეო მასალა, წარუდგინა, ვინც მისი თქმით, მის ოჯახს უკვე რამდენიმე თვეა უთვალთვალებს.

აფგან მუხთალის მეუღლე და ადვოკატი აცხადებენ, რომ ეს პირები ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან, თუმცა მიღებული აქვთ თუ არა თვალთვალის დავალება, უშუალოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, მათთვის უცნობია.

ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს პროკურატურას ეს მასალები ჯერ კიდევ 7 აგვისტოს გადასცა, თუმცა საგამოძიებო უწყების მხრიდან რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

„ჩემს ქალიშვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე მივდიოდი, როდესაც რამდენიმე პირი შევნიშნე, რომლებიც დაგვყვებოდნენ და თვალს არ გვაშორებდნენ. მეორე დღეს იგივე განმეორდა რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან. ვიდეოების და ფოტოების გადაღება შევძელი, რომელიც პროკურატურას გადავეცი და ამ პირების იდენტიფიცირება ვთხოვე, თუმცა თვალთვალი დღემდე გრძელდება. გამუდმებით ვამჩნევ ადამიანებს, რომლებიც თვალს არ გვაშორებენ. დარწმუნებული ვარ, ესენი არიან პირები, რომლებიც თავის დროზე აფგანსაც უთვალთვალებდნენ," - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები