09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატოს გენერალურმა მდივანმა უმასპინძლა.

ალიანსის შტაბბინაში გამართული მოლაპარაკების დროს იენს სტოლტენბერგმა და პაველ კლიმკინმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ვითარების ესკალაციის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება და რუსეთი პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

დღის ამბები