09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ბელარუსმა შესაძლოა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დატოვოს

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბელარუსმა შესაძლოა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დატოვოს. განცხადება ამის შესახებ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, მას მთელ რიგ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მომავალი პარტნიორებისგან გარანტიები ჯერ არ მიუღია. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ლუკაშენკომ ყველას მოუწოდა, რომ პატივი სცენ ბელარუსის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რადგან ქვეყანა საკუთარ ტერიტორიას არავის დაუთმობს. პრეზიდენტმა ბელარუსში უკრაინის სცენარის განმეორებაც გამორიცხა.

დღის ამბები