03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
"პოლიციელები წნეხს განიცდიან გენინსპექციის და პროკურატურის მხრიდან"-”სამართალდამცავთა დაცვის ლიგა”

62 გვარი, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდება-სიას ინტერნეტ სივრცეში საინფორმაციო სააგენტოები აქვეყნებენ. სამართალდამცველთა დაცვის ლიგის განმარტებით, პროკურატურამ ამ დროისთივს 15 ადამინი დაკითხა. ”სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” წევრის, ზაზა ჭაიას მტკიცებით, რომელმაც ამ თემაზე დღეს სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართა, პროკურატურა შსს თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით კითხავს და მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებს.

დღესვე ლიგის წევრმა განაცხადა, რომ ინრტერნეტ სივრცეში ის საუბარიც გავრცელდა, რომელიც 6 ივნისს საქმის ერთ-ერთ მონაწილე ედუარდ სინდოიანსა და შსს-ს თანამშრომელს შორის შედგა. ჭაია ვარაუდობს, რომ დაკითხვის ოქმი ვაზაგაშვილის საქმიდან უკანონოდ არის ამოღებული. ლიგამ საქმის შესწავლის მოთხოვნით სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები