03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილეზე თომას ბახი ჩამოდის

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში 337-მა დელეგატმა სეოკ-ის შექმნის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი და პირველ პრეზიდენტად ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისს არაერთი საპატიო სტუმარი ეწვევა, მათ შორის არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი. ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტებს შორის პირველია, რომელიც, ამავდროულად, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულსაც ფლობს. ოქროს მედალი მან ფარიკაობაში 1976 წელს მონრეალში მოიპოვა.

ხუან ანტონიო-სამარანჩის შემდეგ, თბილისში ასეთი რანგის სტუმარი 16-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოვა.

ღონისძიების ფარგლებში  თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამოცამდე სტუმარი ეწვევა.

დღის ამბები