09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ჰოლანდიაში საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა

ნიდერლანდში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტუდიაში 19 წლის შეიარაღებული ახალგაზრდა შეიჭრა. იგი პირდაპირ ეთერში ჩართვას ითხოვდა.

ახალგაზრდამ შენობაში გაძლიერებული დაცვის მიუხედავად შეაღწია. აღსანიშნავია, რომ "შარლი ებდოს" ტერაქტის შემდეგ ტელევიზიამ დაცვის განსაკუთრებული ზომები მიიღო.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ტელევიზიას საღამოს საეთერო ბადიდან ორი გადაცემის ამოღება მოუხდა.

პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დააკავა და დასაკითხად წაიყვანა, თუმცა ისლამურ დაჯგუფებასთან მისი კავშირი თავიდანვე გამოირიცხა.

ახალგაზრდის ტელევიზიაში შეჭრის მოტივი უცნობია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები