საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტურიზმის კუთხით.
ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას და სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.