07 მაისი 2024,   15:40
ვრცლად
"ჩვენ შევხვდებით „ქართულ ოცნებას,“ თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება"- ფიქრია ჩიხრაძე

პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ შეხვდეს. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებს.

„ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს ასევე „ქართული ოცნება“. შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება. მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი. ამავე დროს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგს გავაგრძელებთ,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები