03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ფინანსთა სამინისტრომ ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოსს სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის განმარტებით, დაკავებული ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეებს უფლებას აძლევდა, უკანონოდ მოეჭრათ ხე-ტყე მის დაქვემდებარებაში არსებულ ტყის მონაკვეთზე.

გამოძიება 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები