09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
დღეს მინსკში, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის თაობაზე დოკუმენტს მოეწეროს ხელი

საკონტაქტო ჯგუფმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის თაობაზე დოკუმენტი შეიმუშავა, რომელსაც, შესაძლოა, დღეს მინსკში მოეწეროს ხელი.

მოლაპარაკებები ბელარუსის დედაქალაქში გუშინაც უნდა გამართულიყო, მაგრამ ჩაიშალა, რადგან დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერების ნაცვლად მინსკში სხვა პირები ჩავიდნენ.

ოფიციალური კიევი კი მოითხოვს, რომ კონსულტაციებს ის ადამიანები დაესწრონ, რომლებმაც სექტემბერში მინსკის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეები, - ეუთოს წარმომადგენელი, ჰაიდი ტალიავინი და უკრაინაში რუსეთის ელჩი, მიხეილ ზურაბოვი, პეტრე პოროშენკომ მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები