09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კონჩიტა ვიურსტი ევროპარლამენტში მიიწვიეს

ჰომოფობიის საწინააღმდეგო კამპანიას ევროვიზიის გამარჯვებული კონჩიტა ვიურსტი შეუერთდა. სკანდალური იმიჯის მქონე მომღერალი ევროპარლამენტის სტუმარი იყო და შენობის გარეთ კონცერტი ჩაატარა.

კონჩიტა ვიურსტი ევროპარლამენტარებმა LGBT პირთა უფლებების დაცვის შესახებ მომზადებული ანგარიშის მხარდასაჭერად მიიწვიეს.

ეს არის სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, რომელშიც განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ჰომოფობიას და ადამიანთა დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო.

ანგარიში თებერვალში მომზადდა და მისი ავტორი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტია.

დღის ამბები