03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელს უცვლიან?

თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ახალი გერბი აქვს, სადაც ახალი სახელწოდება "ტფილისი"  ფიგურირებს.

ახალი გერბი უკვე მოქმედია და ბოლო დღეების განმავლობაში უნივერსიტეტის ვებგვერდზეც სწორედ ეს გერბი იყო განთავსებული. 

თუმცა,  ახალ გერბს უნივერსიტეტშიც და უნივერსიტეტის გარეთაც საკამოდ კრიტიკულად შეხვდნენ.

"პროტესტს იწვევს სახელწოდება "ტფილისი", რადგან ეს ასოცირდება რუსეთის იმპერიის მმართველობასთან და არ მესმის, ვისთვის რა სარგებლის მომტანია ახლა ამ სახელის დარქმევა, მეცნიერულად დასაბუთებელიც რომ იყოს?" - ამბობს "რუსთავი2"-თან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მარიამ გერსამია.

მისი თქმით, გერბი ისე დამტკიცდა, რომ საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა და არ გაუთვალისწინებიათ, საზოგადოებას რა დამოკიდებულება ექნებოდა.  

როგორც მარიამ გერსამია ამბობს,  იდეის ავტორებმა არგუმენტად ის დაასახელეს, რომ უნივერსიტეტის დაარსებისას თბილისს "ტფილისი" ერქვა დ ახლაც ასე უნდა იყოს მოხსენიებული. თუმცა, მისი თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ამ პერიოდში, როდესაც დედაქალაქს  "ტფილისი" ეწოდებოდა, ასოცირდება რუსეთის ბატონობასთან საქართევლოში დ ახლა ამ სახელის დაბრუნება "აკნინებს ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც და უნივერსიტეტსაც".

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს სოციალურ ქსელებში უკვე მოჰყვა პროტესტი  და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ახალი გერბის წინააღმდეგია.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნანა მამაგულიშვილი, "რუსთავი2"-თან საუბრისას ერთი ადამიანის გემოვნებით არ შერჩეულა და გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სენატმა ერთხმად მიიღო. მისივე თქმით, გერბის დამტკიცების საკითხი მხოლოდ სენატის პრეროგატივა და ვალდებულებაა და სხვა ორგანო ამ საკითხში ვერ ჩაერევა. 

გერბის შემუშავებაში კი ჰერალდიკის საბჭო იყო ჩართული და დაცულია შემუშავებისა და მიღების ყველა წესი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო, ნანა მამაგულაშვილი განმარტავს, რომ უნივერსიტეტს აქამდე გერბი არ ჰქონია და ლოგოთი სარგებლობდა. გერბი კი ისტორიული მასალის საფუძველზე შეიქმნა.   

           

დღის ამბები