14 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
მერიის შენობასთან აქციის დაშლის შემდეგ, ადგილზე პოლიცია ამ დრომდე რჩება

ამ დროისთვის შარტავას ქუჩაზე, მერიის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები ადგილზე აღარ იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი სამართალდამცავი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. ის სავარაუდოდ აქციის მსვლელობის დროს შეხლა-შემოხლისას დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისის  მერიასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურდაპირისპირებას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. აქცია კი ძალის გამოყენებით დაშალეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები