03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
მეტრო "რუსთაველიდან" პარლამენტამდე - აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია მეტრო "რუსთაველთან" გაიმართა, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობოები შეიკრიბნენ. შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს. 

აქციის მონაწილეები, მათ შორის "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი, აცხადებს რომ მათი უმთავრესი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეების დასჯა და  „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერებისაგან ძალოვანი სტრუქტურების გათავისუფლებაა.

ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვლენ.

აქციის მონაწილე, ჯონდი ბაღათურია, ამბობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მორალური უფლება არა აქვს, მართოს ქვეყანა.

„დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილი-ღარიბაშვილის მეთაურობით დაკავებული არის პირადი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის მოწყობით. ამ ხელისუფლებას აღარანაირი მორალური უფლება და რესურსი აღარ გააჩნია ქვეყნის მართვის. ეს ხელისუფლება უნდა მიჰყვეს „ნაციონალურ მოძრაობას“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები