03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებარე კომპანიას სანქციები ელის

სასტუმრო "ბუდაპეშტის" სამშენებლო ტერიტორიაზე მცირედი დაპირისპირება კომპანიის წარმომადგენლებს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

შელაპარაკება მერიის წარმომადგენლების მიერ ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნას მოჰყვა. კომპანია დილიდან სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრისთვის მუშაობდა.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მერიის ზედამხედველობის სამსახური იმ ხარვეზების აღმოფხვრაში უშლიან ხელს, რომლებიც თავადვე გასცეს.

ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ივანე ყანდაშვილი, კი კომპანიას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.

მერის მოდგილე, ნინა ხატისკაცი, იმედოვნებს, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების გარეშე მოხდება კომპრომისის გამონახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, კომპანიას სანქციები დაეკისროს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენით შეიძლება დაჯარიმდეს "ბუდაპეშტის" მშენებარე კომპანია. მათ 10-დღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ხარვეზების გამოსწორების დოკუმენტი კიდევ ერთხელ წარადგინოს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 

დღის ამბები