28 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია ცოლ-ქმარი

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „სუბოქსინი“ და ჰეროინი ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები. სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთ დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, „მდმა-ს", მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები