26 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

IT სპეციალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში განათლების სისტემის, მათ შორის, ეროვნული გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენდნენ, აცხადებენ, რომ სისტემა საფრთხის ქვეშაა.

„აუცილებლად ვაპირებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და არანაირად არ ვაპირებთ დანებებას... გამოცდების ტექნიკური მომზადება გვევალებოდა ჩვენ და დღეს ეს საფრთხის ქვეშ არის და ეს აუცილებლად დიდ პრობლემას შეუქმნის მომავალში ქვეყნის განათლების სისტემას,“ - განაცხადა განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი ფოცხვერაშვილმა.

მათი ინფორმაციით, არსებული პროგრამა განათლების სამინისტრომ სხვა სისტემით ჩაანაცვლა, რაც განათლების სფეროს გამართულ და სამართლიან მუშაობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. 

დღის ამბები