03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
აქცია დევნილთა სამინისტროსთან უშედეგოდ დასრულდა

ფოთიდან თბილისში ფეხით ჩამოსული დევნილები დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იმყოფებოდნენ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

დევნილები აცხადებენ, რომ სამინისტრომ საკითხის გადახედვისთვის ვადა პარასკევამდე ითხოვა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარასკევს პასუხს არ მიიღებენ, დევნილები სამინისტროსთან მასშტაბური აქციების გამართვით იმუქრებიან.

სამინისტროსთან შეკრებილები დღესვე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ, თუმცა როგორც დევნილები აღნიშნავენ, პრემიერმა მათი ნახვა არ იკადრა. ფოთიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციას დიპლომატებთან შუამდგომლობის მოთხოვნითაც მიმართონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრში კი აცხადებენ, რომ ბინების გადანაწილება მინიჭებული ქულების მიხედვით ხდება და თბილისში ჩამოსულ ადამიანებს ამ ეტაპზე შესაბამისი ქულები არ გააჩნიათ. 

დღის ამბები