08 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
თბილისის ინტერპოლმა გერმანიის ქალაქ, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლმა გერმანიის ქალაქ, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შემთხვევა საკონტროლო გამშვები პუნქტი სარფთან მოხდა. ინტერპოლის წარმომადგენლებმა ძებნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიების შედეგად აიყვანეს.

34 წლის მამაკაცი მიმდინარე წლის იანვრიდან იძებნებოდა. მას გერმანიაში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვაში ადანაშაულებენ. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები