26 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
ნუცუბიძის ფერდობზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს. 

საუბარია შემთხვევაზე, როდესაც პატრულის მიერ დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო  იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი რუსთავის განყოფილებაში გადაასვენეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში გარდაცვლილების გადაყვანა სატვირთო ლიფტით ხდება, რომელზეც მომხდარი შემთხვევის დროს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. "სწორედ ამიტომ, ა.წ. აღნიშნულ პერიოდში გარდაცვლილი 6 პირიდან, მათ შორის ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის რუსთავის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში შეყვანამდე უკვე გადაყვანილი იყო 3 გარდაცვლილი პირი და მოგვიანებით კიდევ 2 ცხედარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები