03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
საქართველო მზადაა ებოლას ვირუსთან საბრძოლველად, - დავით სერგეენკო

საქართველო მზადაა ებოლას ვირუსთან საბრძოლველად. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ილაპარაკა. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ყველა საავადმყოფო აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და მობილიზებულნი არიან ექიმებიც.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ებოლას ვირუსით დაავადებული ადამიანები არ იმყოფებიან, თუმცა რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

სერგეენკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ებოლას ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.  

დღის ამბები