26 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ცნობილი ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

ცნობილი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ყოველდღიურად იზრდება. სიას ბოლო დღეების განმავლობაში ორი ოსკაროსანი მსახიობის სახელი დაემატა. ახალი ბრალდებების ბოლო ადრესატი დასტინ ჰოფმანია. ოსკაროსანი მსახიობი სექსუალურ ზეწოლაში პროდიუსერის სტაჟიორმა ანა გრემ ჰანტერმა დაადანაშაულა.

მან 30 წლის წინ გაკეთებული ის ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ ექცეოდა მას 17 წლის ასაკში, გადაღებებზე მუშაობისას 47 წლის ჰოფმანი. მსახიობმა ჰანტერის ბრალდებებს წერილობით უპასუხა და ბოდიშიც მოუხადა.

მეორე ჰოლივუდელი, რომელსაც მსგავს ბრალდებებს უყენებენ „X მენისა” და “პიკის საათის” შემქმნელი ბრეტ რატნერია. სექსუალურ ძალადობაში 6-მა ქალმა ის ერთეულად დაადანაშაულა. თუმცა, დასტინ ჰოფმანისგან განსხვავებით, რატნერმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო.

ოსკაროსანი კევინ სპეისი კი, დროებით კინოკარიერას წყვეტს. მსახიობის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას მოსაფიქრებლად და სამომავლო გეგმებისთვის დრო ესაჭიროება. თუმცა სპეისის ახალი მბრალდებელი გამოუჩნდა, რეჯისორ ტონი მონტანას სახით.

მას შემდეგ, რაც მსახიობმა ენტონი რეპმა ოსკაროსანი ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მსგავსი ბრალდებები მას კიდევ 6-მა ადამიანმა წაუყენა. თუმცა, ბოდიში კევინ სპეისმა მხოლოდ ენტონი რეპს მოუხადა და აღიარა, რომ დღეს როგორც გეი, ისე ცხოვრობს.

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას უამრავი ცნობილი სახე შეუერთდა. კამპანია - „მეც“, უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს და მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი 50-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები