03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
20 წელი ელექტროენერგიის გარეშე

20 წელი ელექტროენერგიის გარეშე. გორის რაიონის სოფელ ველებში 90-იანი წლებიდან ელექტრონათურა არ ანთებულა. არაერთი დაპირების მიუხედავად, ადგილობრივები უშედეგოდ ელოდებიან, თუ როდის განათდება მათი სახლები.

არც ენერგოკომპანია და არც სახელმწიფო სამუშაოებს ამ დრომდე არ იწყებენ. სოფელს ელექტროენერგიის პრობლემასთან ერთად, გაზის პრობლემაც აწუხებთ. გზის არარსებობის გამო კი სოფელში არც ტრანსპორტი მოძრაობს.

დღის ამბები