13 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
შს ახალი მინისტრი გიორგი გახარია საქმიანობას დღეიდან შეუდგა

შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გიორგი გახარიამ დღეიდან უკვე დაიკავა. ახალ მინისტრს, მისი წინამორბედი, გიორგი მღებრიშვილი დახვდა და სამინისტროში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტები გააცნო.

გიორგი გახარიამ შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაც გამართა.

თუმცა, არც ახალ და არც ძველ მინისტრთან ჟურნალისტებს დღეს შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, რადგან პრესსამსახურის გადაწყვეტილებით, მედია სამინისტროში არ დაპატიჟეს.

დღის ამბები