14 ნოემბერი 2024,   10:04
ვრცლად
პენტაგონის დოკუმენტების გამოქვეყნების ბრალდების გამო, ჯეიკ ტეიშეირას 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პენტაგონის დოკუმენტების გამოქვეყნების ბრალდების გამო, 22 წლის ჯეიკ ტეიშეირას,  მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების ყოფილ წევრს, 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროკურორების თქმით, ეს აშშ-ის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგების მქონე ჯაშუშობის დანაშაულია.

შეგახსენებთ, რომ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გასული წლის 13 აპრილს დააკავეს, როდესაც ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT სპეციალისტად მუშაობდა.

მას ბრალად გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩანაწერების გავრცელება ედება.

დღის ამბები