14 ნოემბერი 2024,   10:04
ვრცლად
დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი თავდაცვის ახალ მდივნად აირჩია

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ახალი ადმინისტრაციის წევრებს ასახელებს.

ტრამპმა თავდაცვის ახალ მდივანად "ფოქს ნიუსის" წამყვანი, პიტ ჰეგსეთი დაასახელა. ჰეგსეთი ეროვნული არმიის გვარდიის ვეტერანია, რომელიც ავღანეთსა და ერაყშიც მსახურობდა.

დასახელდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელიც - ჯონ რეტკლიფი. ის ტრამპის პირველი ვადის მიწურულს ეროვნული დაზვერვის დირექტორი იყო. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატები რეტკლიფს ტრამპის სასარგებლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებდნენ.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში იქნება ილონ მასკიც - "ტესლასა" და "სპეის იქსის" მფლობელს, ბიზნესმენ ვივეკ რამასვამთან ერთად ახალი განყოფილების, "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის" კურირება დაევალებათ. ილონ მასკის თქმით, ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც სამთავრობო რესურსების გაფლანგვაშია ჩართული. რაც შეეხება რამასვამს, ის 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ტრამპის სასარგებლოდ უარი თქვა.

შიდა უსაფრთხოების მინისტრად სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი კრისტი ნოემი დასახელდა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კი კონგრესმენი მაიკლ უოლცი.

დღის ამბები