14 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს კლიმატის კონფერენციაზე რამდენიმე საათში სიტყვით წარსდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს კლიმატის კონფერენციაზე რამდენიმე საათში სიტყვით წარსდგება. 

ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე სხვა საკითხებთან ერთად იმ კონკრეტული გეგმებზე ისაუბრებს, რომლის განხორციელებასაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა გამოწვევებისა და რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად გეგმავს.

კონფერენცია, რომელსაც ბაქოში გაეროს გენერალური მდივანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მასპინძლობენ, ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი დაესწრო. ირაკლი კობახიძემ გუშინვე მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.

დღის ამბები