უკრაინაში მორიგი მძიმე ღამე იყო. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონებისა და რუსეთიდან ფრთოსანი რაკეტების მატარებელი "ტუ-95"-ი სტრატეგიული ბომბდამშენის აფრენის გამო ჩაირთო.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიასთან დასახლებები დაბომბეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი. ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ დგინდება.
ფრონტის ხაზზე ოკუპანტებმა ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიას ოლქებში 10-ი დასახლების მიმართულებით წინ წაიწიეს.