26 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
„საჭიროა პროცესის სწორი ახსნა ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე"- ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე

„საჭიროა პროცესის სწორი ახსნა ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე, არა ისე, როგორც ამბობენ, რომ ფუნდამენტალური ფაქტორები წესრიგშია, ან რაღაც მსგავსი,“- ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, აკაკი ცომაიამ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა. ეკონომისტები ამბობენ, რომ აუცილებელია, მოსახლეობას განემარტოს ლარის ვარდნის მიზეზები.

„ოდიოზური გამონათქვამები აქვთ, საერთოდ გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. მთავრობას შეუძლია ფულის ხარჯვის ლოგიკა შეცვალოს და ხარჯოს ბევრი არა წლის ბოლოს, არამედ ხარჯოს მანამდე, როდესაც ლარი მყარდება, შესაბამისად, ხარჯოს ნაკლები, როდესაც ლარი უფასურდება. როდესაც ადგილი აქვს სპეკულაციას და ხედავს, რომ ადგილი აქვს იმპორტიორების მხრიდან მოლოდინების ფაქტორს, შეუძლია ამ დროს განახორციელოს ინტერვენციები,“- განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, აკაკი ცომაიამ.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში გარკვეული ინტერესჯგუფების დაინტერესებას ხედავს.

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში 1 დოლარის შესაძენად 2.76 ლარზე მეტია საჭირო. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები