21 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
სამხედრო ტექნიკა, რომელსაც საქართველოს აშშ-სგან შეიძენს, არ გამოიყენება შეტევითი მიზნებისთვის - დავით ზალკალიანი

ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯაველინის ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების შეძენის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოხატავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას, მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თაობაზე.

ამასთან, მისივე თქმით, ცალსახად არის აღსანიშნავი ის, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელსაც საქართველო შეისყიდის აშშ-სგან, არ გამოიყენება შეტევითი მიზნებისთვის.

„ეს შეიარაღება არის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და არც მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით არ შეიძლება იყოს გამოყენებული შეტევითი მიზნებისთვის,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის სარაკეტო სისტემებსა და დანადგარებს მიყიდის. საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარზე და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

მოთხოვნით ვაშინგტონს ქართულმა მხარემ მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოთხოვნას მხარი დაუჭირა, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კი, იარაღის სავარაუდო მიყიდვის შესახებ კონგრესს აცნობა. 

დღის ამბები