03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს მოამზადებს

საემიგრაციო რეგულაციების გამკაცრების შედეგად შექმნილ პრობლემებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები განიხილავენ. ისინი იმ პირებს შეხვდებიან, რომლებსაც ახალმა რეგულაციებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

ახალი კანონმდებლობა საქართველოში 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში 3 თვეზე მეტი ხნით დარჩენის სურვილი აქვს, მან საემიგრაციო ვიზის განაცხადი უნდა შეავსოს.

ახალმა რეგულაციებმა უკვე არაერთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუქმნა პრობლემა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს.

დღის ამბები