03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ვერა წიგნაძე 90 წლის - კონცერტი ფილარმონიაში

ცნობილი ქართველი ბალერინა 90 წლისაა. ვერა წიგნაძის იუბილესთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონტერტი გაიმართა. კონცერტს ვერა წიგნაძე ოჯახის წევრებთან ერთად ადევნებდა თვალს. 

ვერა წიგნაძე ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი იყო, წიგნაძეს ფილარმონიაში მოქალაქეები ოვაციებითა და ტაშით შეეგებნენ. 

ბალერინამ კურიერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. 

"ძალიან გახარებულივარ იმით რაც დღეს აქ მოხდა. მე თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. ვინ გითხრათ რომ 90 წლის ვარ მე სულ ახლახანს შემისრულდა 36 წელი,"- განაცხადა ვერა წიგნაძემ.

 

დღის ამბები