09 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
რუსეთის საფონდო ბირჟა ფასების დაცემით გაიხსნა

რუსეთის საფონდო ბირჟა ფასების დაცემით გაიხსნა. მიზეზი ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტის ამოქმედება გახდა.

ევროკავშირმა უკვე გამოაქვეყნა იმ კომპანიებისა და პირების სიაც, რომელთაც ახალი შეზღუდვები შეეხებათ. სიაში 5 სახელმწიფო ბანკი და უმსხვილესი რუსული ნავთობ-ენერგეტიკული კომპანიები მოხვდნენ, როგორებიცაა ტრანსნევტი, გაზპრომნევტი და როსნევტი.

შეზღუდვები შეეხება სათათბიროს კიდევ 5 დეპუტატს, მათ შორის ვლადიმერ ჟირინოვსკისაც. ევროკავშირის შემდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ვაშინგტონმაც გააფართოვა. ამაზე ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში ისაუბრა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვები შეეხება საფინანსო, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებს, რაც რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ისახავს მიზნად. მოსკოვი დასავლეთის მკაცრ ნაბიჯებს არამეგობრულ პოლიტიკად აფასებს.

დღის ამბები