09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ებოლას ვირუსით ინფიცირებული ბრიტანელი მამაკაცი გარდაიცვალა

ამერიკის შემდეგ ებოლას ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი ამჯერად ევროპაში ემსხვერპლა. ბრიტანელი მამაკაცი მაკედონიაში გარდაიცვალა. სასტუმრო, სადაც უცხოელი ცხოვრობდა, ხელისუფლებამ დახურა.

პარალელურად, დამძიმდა ესპანელი ექთნის მდგომარეობა. ვირუსით შესაძლო დაინფიცირების გამო, მადრიდში შვიდი პაციენტი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება.

საგანგებო ზომებზე გადადის დიდი ბრიტანეთი. ქვეყნის რამდენიმე სასაზღვრო პუნქტზე გაძლიერებული კონტროლი დაწესდება, მათ შორის ჰითროუს აეროპორტშიც. შეერთებულმა შტატებმა კი ლიბერიაში დამატებით 90 სამხედრო გაგზავნა ვირუსის აფეთქებასთან გასამკლავებლად. ამ თვეში აფრიკაში ამერიკული კონტინგენტის გაზრდა კიდევ იგეგმება.

 

 

დღის ამბები