22 დეკემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ალბანეთში "ტიკტოკს" ერთი წლით აკრძალავენ - მიზეზი 14 წლის მოზარდის მკვლელობა გახდა

ალბანეთში "ტიკტოკს" ერთი წლით აკრძალავენ. როგორც ბრიტანული "გარდიანი" წერს, ამის მიზეზი, გასულ თვეს, ალბანეთში მომხდარი მკვლელობა გახდა, რამაც ქვეყანაში გამოიწვია დისკუსია სოციალური მედიის ბავშვებზე გავლენის შესახებ.

საქმე ეხება თანაკლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა ორ ბიჭს შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. ასევე "ტიკტოკზე" გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას.

პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ დაადასტურა აკრძალვა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების გაძლიერების უფრო ფართო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

დღის ამბები