გერმანიაში პროპალესტინური აქციის დროს დემონსტრაციაში მონაწილე ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. X-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩებში შექმნილი ესკალაციის გამო აკავებს.
აღნიშნულია ისიც, რომ დემონსტრაციები ძლიერდება და მას გერმანიის უფრო მეტი მოქალაქე უერთდება. აქციის დროს პოლიციასა და ქალებს შორის შეტაკებაც მოხდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებს ძალას გერმანიის პოლიცია ქალების წინააღმდეგ.