03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მერია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების თავშესაფარი იყო, - ჯაბა სამუშია

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარე მერიის თანამშრომლების ატესტაცას ეწინააღმდეგება და განმარტავს, რომ მისი ჩატარება მიუღებელია.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ, პირველ რიგში, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, ახდენენ თუ არა ნარმანია და მისი გუნდი თანამშრომლებზე ზეწოლას. მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული შენიშვნები ატესტაციის დებულებასთან მიმართებითაც, კერძოდ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს გასაუბრება და საერთოდ უნდა ჩატარდეს თუ არა ის.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აბესაძის ბრალდებების პასუხად აცხადებს, რომ ატესტაციის აუცილებლობა იმ რეალობამ განაპირობა რაც მერიაში იყო შექმნილი. მისი თქმით, წლების განმავლობაში მერია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების თავშესაფარი იყო. სამუშია განმარტავს, რომ ყველა პროფესიონალი, რომელიც მერიაში მუშაობს, გაივლის ატესტაციას და გააგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არიან ადმიანები, რომელთაც იქ არ აფერი ესაქმებათ. 

დღის ამბები