მიკროავტობუსი, რომლითაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, ალყაშია მოქცეული.
გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერიც დააკავეს. დაპირისპირება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დღეს რამდენჯერმე მოხდა.
ადგილზე შეკრებილებმა სცადეს გაერღვიათ სპეცრაზმის კორდონი, რომელსაც სააკაშვილის საცხოვრებელი სახლი ჰქონდა ბლოკირებული.