18 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ამ დრომდე კიევის აეროპორტში იმყოფება "რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი - მას პასპორტს არ უბრუნებენ

ამ დრომდე კიევის ბორისპოლის აეროპორტში, ტრანზიტულ ზონაში იმყოფება "რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, თამარ ნუცუბიძე, რომელსაც გუშინ საღამოს კიევში შესვლის უფლება არ მისცეს.
მესაზღვრეებს მისთვის პასპორტი ისევ არ დაუბრუნებიათ.

"კურიერის" ჟურნალისტის თქმით, მანამდე არსებული ინფორმაციით, ის ბრიუსელში დილის 5 საათზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა გამგზავრებამ რამდენიმე საათით გადაიწია. როდის დატოვებს კიევს "რუსთავი 2“-ის ბრიუსელის ბიუროს წარმომადგენელი, ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საკონსულო.

"რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელ საათზე და სად გამაგზავნიან, ჯერჯერობით უცნობია. პასპორტი კიდევ ერთხელ მოვითხოვე და მითხრეს, რომ მხოლოდ მაშინ მომცემენ, როდესაც ბორტზე აღმოვჩნდები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მესაზღვრემ მითხრა, რომ მე უკრაინის ტერიტორიაზე არ შემიშვეს იმიტომ, რომ მე ვერ გავიარე გასაუბრება და მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მე არ ვიყავი წარმოდგენილი როგორც ჟურნალისტი, მე არ შემიშვეს, როგორც საქართველოს მოქალაქე," - ყვება თამარ ნუცუბიძე. 

დღის ამბები