18 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მე-14 საუკუნით დათარიღებული ქართული სახარება მოხვდა

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი მოხვდა. ამჯერად, მსოფლიო მეხსიერების ძეგლის სტატუსი მეთოთხმეტე საუკუნის ქართულმა სახარებამ მოიპოვა. სამ ფენიანი პალიმფსესტის შემცველი ხელნაწერის უნიკალობა იუნესკოს საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა ერთხმად აღიარა.

უნიკალურ ქართულ სახარებაში ჩანაწერები ასომთავრულით და ნუსხურით არის შესრულებული. სახარების უძველეს შრეს სპეციალისტები მეცხრე საუკუნით ათარიღებენ.

მინაწერები კი, პალიმფსესტურ ფურცლებზე მეთვრამეტე საუკუნეში, მხედრულით არის გაკეთებული.
 

დღის ამბები