18 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"ღირსების მანიფესტაცია" - "ენმ-ის" წევრებმა აქტივისტებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მსვლელობა გამართეს

„ღირსების მანიფესტაცია“ - ამ ლოზუნგით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად, მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გაიარეს და მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულეს, სადაც მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

საქართველოსა და უკრაინის დროშებით აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოროშენკოსა და პუტინთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიც მოქმედებს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული პროცესების გამო "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დღევანდელი აქცია, რომელსაც პარტიის მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, სწორედ ამის დასაწყისი იყო. 

 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები