03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მერიის თანამშრომლების გათავისუფლებაზე პროკურატურას გამოძიება ჯერ არ დაუწყია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პროკურატურას გამოძიების დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს. მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტების შესწავლის მოთხოვნით სამართალდამცველ ორგანოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ მიმართეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ არაერთმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ზეწოლაზე ყვებიან.

მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულთა საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. მათი თქმით, ისინი აკვირდებიან ვითარებას და უკვე გამოთხოვილი აქვთ ინფორმაცია თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართველობებიდან.  

დღის ამბები