09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი რუსეთს ემუქრება

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი, ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი თარხან ბათირაშვილი რუსეთს მუქარას უგზავნის.

სააგენტო ბლუმბერგს ტერორისტის მამამ განუცხადა, რომ შვილს ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა და ბათირაშვილმა მას უთხრა, რომ ის სახლში დაბრუნდება და რუსეთს სამაგიეროს გადაუხდის.

ჯიჰადისტის თქმით, მას ამ საქმეში უამრავი ჩეჩენი მებრძოლი უდგას მხარში. ბათირაშვილის მამა ამჟამად პანკისის ხეობაში ცხოვრობს. მისი ვაჟი რამდენიმე წელი სირიის სამოქალაქო ომში იბრძოდა, ამჟამად კი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი სამხედრო მეთაურია.

დღის ამბები