21 დეკემბერი 2024,   17:28
ვრცლად
”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ პროკურატურას ფონდ „ქომაგის" საქმიანობის შესწავლას სთხოვს

საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” საქმიანობასთან დაკავშირებით დღეს ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრმა” პროკურატურას განცხადებით მიმართა. ზვიად კუპრავა უწყებას ფონდის საქმიანობის შესწავლას და დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

კუპრავას განცხადებით, ფონდის საქმიანობა ბუნდოვანია და ის წესდებით დეკლარირებულ საქველმოქმედო მიზნებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ შევისწავლეთ მიმართვის საფუძველზე სხვადასხვა ფონდების საქმიანობა, მათ შორის შევისწავლეთ და ამოვიღეთ დოკუმენტაცია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით. აღნიშნულ ფონდს, დოკუმენტალურად არის დადგენილი, რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთში მიღებული აქვს ასობით ათასი შემოწირულობა, ხოლო მისი ხარჯვითი ნაწილი არის საკმაოდ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, რომელიც ეწინააღედეგება ფონდის წესდებით დეკლარირებულ საქველმოქმედო მიზნებს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

 

 

 

დღის ამბები