18 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები - IDFI-ის ანგარიში

მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯების ანგარიშს წარადგენს დღეს IDFI. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიუროკრატიული დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

საუბარია ძირითადად ავტოპარკებსა და მივლინებებზე. აქცენტი კეთდება სიპებსა და აიპებში დასაქმებულთა რაოდენობაზეც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2011-2016 წლებში გაწეული ხარჯები შეისწავლა. ორგანიზაცია ხელისუფლებას შიდა აუდიტის გაძლიერებას და ავტოპარკის გამოყენების შეზღუდვას ურჩევს.

„ბიუროკრატიული ხარჯები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებით პრობლემურია ბიუროკრატიული აპარატის ზომის თვალსაზრისით აიპებში და სიპებში დასაქმებულთა რაოდენობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანად არის რაოდენობა გაზრდილი,“-განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა გოგა თუშურაშვილმა.

დღის ამბები