22 დეკემბერი 2024,   19:58
ვრცლად
პარლამენტი "სემეკის" ახალი წევრების დამტკიცებას განხილვის გარეშე გეგმავს

პარლამენტი "სემეკის" ახალი წევრების დამტკიცებას განხილვის გარეშე გეგმავს. პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატი წარადგინა - თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და "სემეკის" ყოფილი წევრი გოჩა შონია. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მოითხოვა დეპუტატებს მიეცეთ საშუალება, "სემეკის" წევრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართონ.  

„უცნაური შემთხვევა არის ის, რომ ამ თანამდებობაზე ადამიანი წარმოდგენილია, პირი რომელიც იყო ცოტა ხნის წინ მერი და ახლა გადაჰყავთ სხვა თანამდებობაზე და ამ შემთხვევაში საერთოდ ოპოზიციას საშუალება, რომ დასვას კითხვა. მესმის, რომ შთამბეჭდავი იყო კარიერა და სივი, მაგრამ უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ დავუსვათ კითხვები,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განუმარტა, რომ ამ პროცედურას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. 

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტის თანახმად არის გარკვეული თანამდებობები, რომელთა შემთხვევაშიც იწურება საკითხის განხილვა კომიტეტებზე და "სემეკის" წევრთა დამტკიცება სწორედ ასეთი საკითხია.

დღის ამბები