09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
საპროტესტო აქციებს თურქეთში 10 კაცი ემსხვერპლა

საპროტესტო აქციები თურქეთში ისევ არეულობით და მსხვერპლით დასრულდა. აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი სამართალდამცველია.

ეთნიკურმა ქურთებმა ისევ ანკარის პროვინცია ჯიზრეში მოაწყვეს დემონსტრაციები და თურქეთის ხელისუფლებას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდეს.

თურქეთ-სირიის საზღვარზე ვითარების ესკალაციის გამო ანკარაში ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი ჩავიდა. იენს სტოლტენბერგმა ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან განიხილა. ანკარაში აცხადებენ, რომ თურქეთი სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყებას მხოლოდ საკუთარი ძალებით არ აპირებს.

დღის ამბები