09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პაკისტანელ მოსწავლეს მალალა იუსუფაისა და ინდოელ ადამიანის უფლებების დამცველს კაილაშ სატიარტის მიანიჭეს.

ნობელის პრემია მათ ბავშვებისა და მოზარდების ჩაგვრის წინააღმდეგ და მათი განათლების უფლებისთვის ბრძოლაში გადაეცემათ. პაკისტანელი მოზარდი მალალა იუსუფაი უკვე რამდენიმე წელია გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის, რისთვისაც თალიბებმა მისი მოკვლაც კი სცადეს. ამ საქმისთვის მას უკვე აქვს მიღებული სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები.

რაც შეეხება მეორე ლაურეატს, ინდოელი აქტივისტს საქველმოქმედო ფონდიც აქვს დაარსებული, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 80 ათასზე მეტი ბავშვი იხსნა მონური პირობებიდან. 

დღის ამბები