21 დეკემბერი 2024,   18:31
ვრცლად
140 ათას ლარიანი ჯარიმა თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს - არქიტექტორები ჯარიმის უსამართლობაზე საუბრობენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტი მერიას დღეს უნდა ჩაბარდეს. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ მიწოდებული შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა, საბოლოო დამტკიცებამდე დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ.

არქიტექტორებს სურთ, რომ მერიის წარმომადგენლები, დაკისრებული ჯარიმის უსამართლობაში დაარწმუნონ. 140 ათას ლარიანი ჯარიმა გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს მერიამ ცოტა ხნის წინ დააკისრა, რადგან მათი შენიშვნების გათვალისწინება, ჯგუფმა დადგენილ ვადებში ვერ შეძლო.

არქიტექტორი, მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება კვალიფიციურად არ არის შედგენილი.

„ჩვენ სწორედ ეს გვინდა დავასაბუთოთ, რომ ბევრ შენიშვნა განმარტებებს მივცემთ მასზე, რომ ზოგი არ არის მისაღები,“ - განაცხადა არქიტექტორმა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი ხარვეზებს შეიცავს.

„მეექვსე, საბოლოო ეტაპზე მოხდა მესამედ დახარვეზება დოკუმენტის. შესაბამისად, ეს არ იყო ჩვენი სურვილი, ეს იყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება. შესაბამისად, მანამ, სანამ არ მოხდება ხარისხიანი დოკუმენტის წარდგენა, არ მოხდება შემსყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება,“ - განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.

დღის ამბები